geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის (1911-1991) დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები

უნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი  ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის  და  2026 წლის 12-13 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში,  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას.  16-17 ნოემბერს  გაიმართება სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია.   კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის   შალვა ხიდაშელის   (1911-1991)  დაბადებიდან 115 წლისთავს.

 

თეზისების გაფორმების წესი იხილეთ დანართში. ასევე, გთხოვთ, დებულების გათვალისწინებით,  საერთაშორისო ბაზების სტანდარტების შესაბამისად (ERIH+, Crossref, Google Scholar და სხვ.),  შეავსოთ და  გამოაგზავნოთ თქვენი თეზისები. 

 

დანართი 1

დანართი 2

თარიღი: 23/09/2026